ქუთაისის პოლიციის მე-5 განყოფილებაში, „თავისუფალი ზონის“ წევრი ნატალია ქუთათელაძე დაკითხეს
12.10.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის პოლიციის მე-5 განყოფილებაში, „თავისუფალი ზონის“ წევრი ნატალია ქუთათელაძე დაკითხეს.
ქუთათელაძის თქმით, ის სამართალდამცავებმა რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტის შენობასთან „რუსთავი 2“ მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაიბარეს.
დაკითხვას საია-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი და ადვოკატი ელისო დათუსანი დაესწრნენ. პოლიციის მეხუთე განყოფილებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც იყვნენ შეკრებილები.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე, აღნიშნულ დაბარებებს პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს