ქუთაისში კიდევ ერთი ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა
26.02.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში კიდევ ერთი ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა. ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში გაიმართა. ისაუბრეს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შენებლობის პროცესებსა და მიღწეულ შედეგებზე, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა. მხარეებმა განიხილეს ქუთაისის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგებიც. აღნიშნული კვლევის მიხედვით შეიქმნა ქუთაისში ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი. ამჟამად მიმდინარეობს ამ დოკუმენტის საჯარო განხილვები, რის შემდეგაც, უახლოეს პერიოდში, საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად. ახალგაზრდობის სააგენტომ ახალი სივრცისთვის , პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს.