ქუთაისის ტორპედომ რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა
26.02.2021
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების წინა დღეს ქუთაისის ტორპედომ რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ახალწვეული ფეხბურთელები და გუნდის სათამაშო ფორმა წარუდგინა.
ამჟამად ტორპედოში 8 ახალწვეულია, აქედან 6 ლეგიონერი .
პრეზენტაციის შემდეგ ,ტორპედოს რეაბილიტირებულ მინდორზე გუნდმა პირველი ვარჯიში ჩაატარა.
შეგახსენებთ რომ ხვალ ტორპედო პირველ მატჩს ბათუმის დინამოსთან 20 საათზე გამართავს