შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლები, ტერიტორიული ორგანოების მიხედვით ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობებსა და მოსახლეობას შეხვდნენ
24.02.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლები, ტერიტორიული ორგანოების მიხედვით ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობებსა და მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს მერიის პროგრამები გააცნეს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შეუძლიათ სასურველ პროექტში ჩაერთონ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ ამჯერად ავტოქარხნის დასახლებაში გამართა შეხვედრები. ამხანაგობების თავმჯდომარეებს გადაეცათ საინფორმაციო ფურცლები, სადაც მერიის პროგრამები არის გაწერილი.