აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა
24.02.2021
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებათა ცენტრი დაფუძნდა. ის იმერეთის რეგიონში მცხოვრები არასრულწლოვანებისთვისაა განკუთვნილი. ცენტრის მიზანია ბავშვებმა უფრო მეტი გაიგონ თავიანთი უფლებების შესახებ. ეს არის ბავშვთა უფლებათა პირველი ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით.