ქუთაისში ონლაინ სწავლების მსურველი მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა
20.02.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში ონლაინ სწავლების მსურველი მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა. მომდევნო კვირაში დისტანციურ რეჟიმზე დაგასვლის სურვილი 2200 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა. მიმდინარე კვირას ეს ციფრი 1250 იყო.მშობელს შეუძლია, შვილი ონლაინ რეჟიმზე დატოვოს, ან პირიქით .განცხადებების მიღება ყოველ ოთხშაბათს ხდება. ამ დროისთვის ქუთაისში არსებული 49 საგანმანათლებლო დაწესებულებიდან კორონავირუსი 3 სკოლაშია დაფიქსირებული. დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ჯგუფები მეორე და ოცდამეათე საჯარო სკოლებში და ასევე კადეტთა სასწავლებელში.