იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, თერჯოლაში მცხოვრებ ორ სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა
18.02.2021
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, თერჯოლაში მცხოვრებ ორ სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა. სოფელ ჩხარში და სოფელ ქვედა სიმონეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ,,სახლდაზიანების“ ფარგლებში აშენდა. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახები ახალ სახლებში იცხოვრებენ.