შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ხანიშვილს შეხვდა
17.02.2021
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ხანიშვილს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში სასოფლო- სამეურნეო და გარემოს დაცვის მიმართულებით, 2021 წელს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ პოტენციალსა და პრიორიტეტული დარგების განვითარებაზე. ასევე, იმსჯელეს აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლის რწმუნებულების ჩართულობაზე.