შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად, საქველმოქმედო ფონდ "საქართველოს კარიტასის" ოფისი დაათვალიერა
17.02.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად, საქველმოქმედო ფონდ "საქართველოს კარიტასის" ოფისი დაათვალიერა და ფონდის საქმიანობას გაეცნო. "კარიტასი საქართველო" ქუთაისში საქველმოქმედო საქმიანობას 2000 წლიდან ეწევა. ამჟამად ფონდი, მემორანდუმის საფუძველზე, ქუთაისის მერიის ორ პროგრამასთან თანამშრომლობს - ესენია შინმოვლის და გადაუდებელი რეაგირების პროგრამები. "საქართველოს კარიტასში" სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისთვის ახალგაზრდული დღის ცენტრიც ფუნქციონირებს, სადაც 104 ქუთაისელი მოსწავლე იღებს სხვადასხვა სახის დახმარებას.