შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე
16.02.2021
უკან დაბრუნება
თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე. ჭიათურაში მედიაჰოლდინგ "კვირის" გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ორი პირი თავს დაესხა.. ინფორმაციას თავად "კვირა" ავრცელებს. დღის ამბებთან საუბარში „კვირის“ ჟურნალისტი ანუკა ლიპარიშვილი ყვება, რომ უცნობმა პირებმა ოპერატორს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის შემდგომ გადამღებმა ჯგუფმა თავდასხმის შესახებ ჭიათურის ადგილობრივ პოლიციას აცნობა, რის შემდეგაც მედიაჰოლდინგის ჟურნალისტი, ოპერატორი და მძღოლი დაიკითხა. ანუკა ლიპარიშვილის თქმით საქმეზე გამოძიება დაწყებულია