კოვიდ სტატისტიკის დადებითი დინამიკა ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებზეც აისახა
16.02.2021
უკან დაბრუნება
კოვიდ სტატისტიკის დადებითი დინამიკა ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებზეც აისახა, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული დიაგნოზით 36 პაციენტი მკურნალობს , მათგან 6 ის მდგომარეობა მძიმეა, 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 2 არასრულწლოვანია, კლინიკაში 70 თავისუფალი საწოლია, დღეს დაწესებულება 4მა გამოჯანმრთლებულმა პირმა დატოვა. რაც შეეხება კლინიკა ბომონდს, მძიმედ 2 პაციენტი ითვლება კოვიდ დიაგნოზით კლინიკაში 6 მცირეწლოვანი და 4 ორსული მკურნალობს.