შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეიდან საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყ
15.02.2021
უკან დაბრუნება
დღეიდან საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, 2021 წლის აპრილის თვიდან შესაძლებელია გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სფეროში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, მუნიციპალიტეტების მერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე ისაუბრეს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა დღეიდან უკვე შესაძლებელია და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.