ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე მე-20 სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 2 საკითხზე იმსჯელეს
15.02.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე მე20 სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 2 საკითხზე იმსჯელეს, ადგილობრივმა თვითმმართელობამ შპს სატრანსპორტო კომპანიას მგზავრთა გადაყვანის მიზნით 50 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება პირდაპირი განკარგვის წესით უვადოდ გადასცა. დღესვე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ტაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სკეიტ პარკის გაერთიანების დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხს.სკეიტ პარკი ამ დრომდე საბინაო სამსახურის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. საკრებულოს ოპოზიცია კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია.