ქუთაისის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე საკრებულოს ადმინისტრაციულ ხარჯებში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს
12.02.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე საკრებულოს ადმინისტრაციულ ხარჯებში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. ინიციატივას , რომელიც თავმჯდომარის მიერ იყო ინიცირებული , კომისიამ მხარი დაუჭირა. დაზოგილი თანხა 70 000 ლარს შეადგენს და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების, ბაგა ბაღების ან ტრანსპორტის გარკვეული ჯგუფების სუბსიდირებისთვის იქნება განაწილებული.
დღეს ასევე ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ორი საკითხი განიხილეს, ერთი სკეიტ პარკს, ხოლო მეორე ახალ ავტობუსებს შეეხებოდა.