ტყიბულში მეშახტეების აქცია შეწყდა. გაფიცულებმა პროტესტი მოლაპარაკების შედეგად შეაჩერეს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის თემურ ჩუბინიძის თქმით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც საქმის დეტალებს შეისწავლის, იქამდე კი გაფიცულები დათანხმდნენ, რომ მუშაობა გააგრძელონ.