ქუთაისში ცენტრალურ ბულვარში, აქტივისტებმა ბაღის ტერიტორიაზე სტიკერები გააკრეს
12.02.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში ცენტრალურ ბულვარში, აქტივისტებმა, რომლებსაც ორ კვირაზე მეტია კარავი აქვთ გაშლილი, ბაღის ტერიტორიაზე სტიკერები გააკრეს.
ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერების გაკვრის უფლებას აქტივისტებს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
აქტივისტები აკრძალვას არ დაემორჩილნენ და სტიკერები მაინც გააკრეს. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის ეკა გრიგოლაშვილის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის არეალს წარმოადგენს, რის გამოც მსგავსი ქმედების განხორციელება კანონდარღვევაა.