ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდნენ
11.02.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, ქუთაისი 2020 წელს შეუერთდა ბავშვზე მორგებული ქალაქების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივას. შესაბამისად, ქალაქის მერიაში შეიქმნა ახალი სტრუქტურა - ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. UNICEF-ის წარმომადგენლებმა ამ განყოფილებას კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.
დღესვე, UNICEF-მა ბავშვზე მორგებული ქალაქის სამუშაო ჯგუფს ბავშვთა უფლებების განხორციელებისა და კეთილდღეობის სიტუაციური ანალიზის ანგარიშის მიგნებები წარუდგინა.