,,ევროპა ჩვენი სახლია,, ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება
11.02.2021
უკან დაბრუნება
,,ევროპა ჩვენი სახლია,, ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და იმ ადამიანებს,რომლებიც ლუკაშენკოს ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავა,სოლიდარობას უცხადებს.დაკავებულთა შორის ორი ჟურნალისტია -ეკატერინე ანდრეევა და დარია ჩულცოვა.ისინი საპროტესტო დემონსტრაციის გაშუქების გამო ნოემბერში, აქციების შემდეგ დააკავეს.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს
შეგახსენებთ, ,, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმართება.ალექსანდრ ლუკაშენკომ,რომელიც ქვეყანას 26 წელია მართავს, ოფიციალური შედეგებით ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაიბარა, რასაც არ ეთანხმება მოსახლეობის ნაწილი და ამ ყველაფერს ქუჩაში , დემონსტრაციებით აპროტესტებს.