შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის მოწვევით, სამუშაო ვიზიტით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება იმყოფება
11.02.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის მოწვევით, სამუშაო ვიზიტით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება იმყოფება .ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. ვიზიტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკის განვითრების ხელშეწყობა, ქუთაისის გარდაქმნა ბიზნესისათვის ხელსაყრელ ქალაქად, მუნიციპალიტეტს, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისთვის პლატფორმის ჩამოყალიბება, შესაბამისი გუნდის შექმნა, ყოფილი ინდუსტრიული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობა, ქუთაისის, როგორც რეგიონული ცენტრის, მიმზიდველობის გაზრდა. ქალაქის მერმა სტუმრებს ქუთაისის ინდუსტრიული ზონა და საინვესტიციო პოტენციალიც გააცნო.