შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი გასვლითი შეხვედრები ქუთაისში გრძელდება
10.02.2021
უკან დაბრუნება
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი გასვლითი შეხვედრები ქუთაისში გრძელდება. აკ. წერეთლის უნივერსიტეტში გამართული მოხსენების შემდეგ, იუნისეფის წარმომადგენლებისა და პარლამენტის წევრების შეხვედრამ იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლა. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა და იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ასევე, ბავშვბთა უფლებების მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს.