შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,არა პოლიციელების თვითნებობას,, ,,არა ადვოკატების დევნას,, ,,სოლიდარობა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს
10.02.2021
უკან დაბრუნება
,,არა პოლიციელების თვითნებობას,, ,,არა ადვოკატების დევნას,, ,,სოლიდარობა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს,,-დღეს ქუთაისში ადვოკატების საპროტესტო აქცია გაიმართა. ადვოკატებმა სოლიდარობა კოლეგას გამოუცხადეს, რომელსაც, როგორც განაცხადეს, არ მისცეს მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან კომუნიკაციის უფლება და რამდენიმე საათით დააკავეს კიდეც. ფაქტი მიმდინარე წლის 8 თებერვალს მოხდა.