შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზაქარია ფალიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეიდან დაიწყო
10.02.2021
უკან დაბრუნება
ზაქარია ფალიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეიდან დაიწყო. მუზეუმს დღეს პირველი საჩუქარი საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ კვიცარიძემ გადასცა. წიგნი, რომელიც დიდ კომპოზიტორს ეძღვნება, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერაა შექმნილი. მასში ასახულია ზაქარია ფალიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში მუსიკოსის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, პანდემიის პარალელურად, კვლავ გაგრძელდება. ზაქარია ფალიაშვილი ქუთაისში დაიბადა.