ქუთაისის ტორპედომ განმუხურში პირველი სატესტო მატჩი ეროვნული ლიგა ორის წარმომადგენელ ზუგდიდის „დინამოსთან „ გამართა
10.02.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ტორპედომ განმუხურში პირველი სატესტო მატჩი ეროვნული ლიგა ორის წარმომადგენელ ზუგდიდის „დინამოსთან „ გამართა. თამაში საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ტორპედომ ორივე ტაიმი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა. შეხვედრის პირველი ნახევარი 1-1 დასრულდა, გუნდებმა თითო პენალტის გატანა შეძლეს. მეორე ტაიმში ტორპედოელმა ახალწვეულმა ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. შესაბამისად, შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
მომდევნო ამხანაგურ თამაშს ,,ტორპედო,, 13 თებერვალს შინ გამარტავს და მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს.