შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარტია ,,თავისუფალი საქართველოს,, თანათავმჯდომარე ადგილობრივ თვითმმართველობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და განაწილებაში ადანაშაულებს
10.02.2021
უკან დაბრუნება
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს,, თანათავმჯდომარე ადგილობრივ თვითმმართველობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და განაწილებაში ადანაშაულებს. თემაზე გოგი წულაიამ დღეს ბრიფინგი მერიის წინ გამართა. მისი თქმით , ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა რეკონსტრუქციისთვის ბიუჯეტიდან მილიონ 600 ათასი ლარია გამოყოფილი, იმ ფონზე, როცა ავარიული მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაციისთვის მხოლოდ 11 ათასი ლარია გაწერილი. მაგალითისთვის წულაიამ გასულ წლებში საცხოვრებელი კორპუსებიდან ფასადების ჩამოშლის გამო მომხდარი რამდენიმე უბედური შემთხვევაც გაიხსენა.თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარე ქუთაისის თვითმმართველობას პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებს.