დავითობასთან დაკავშირებით ქალაქისა და მხარის პირველმა პირებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს
08.02.2021
უკან დაბრუნება
დავითობასთან დაკავშირებით ქალაქისა და მხარის პირველმა პირებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, წელს „დავითობა“ ქუთაისში მოკრძალებულად აღინიშნა.წინა წლებისგან განსხვავებით არ გამართულა არცერთი მასშტაბური და ტრადიციული ღონისძიება.
დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა - ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის - დიდგორი უკავშირდება. მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია. ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.