გელათის სამონასტრო კომპლექსში გადახურვის სამუშაოები, რომელიც ნოემბერში უნდა დასრულებულიყო 25 დეკემბერს დამთავრდა
06.02.2021
უკან დაბრუნება
გელათის სამონასტრო კომპლექსში გადახურვის სამუშაოები, რომელიც ნოემბერში უნდა დასრულებულიყო 25 დეკემბერს დამთავრდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სამუშაოები დადებითად შეაფასა ,თუმცა დროებითმა გადახურვამ მხოლოდ ერთ თვეს გასტანა და გელატის დასავლეთის მკლავში - ნალექი ისევ ჩავიდა. „ ევროპა ჩვენი სახლიას“ ერთერთი დამფუძნებელი დღის ამბებთან სამონასტრო კომლექსში არსებულ მდგომარეობას აფასებს, ამბობს, რომ ამ ეტაპზე ტაძარის ინტერიერში დამონტაჟებულია ერთი ხარაჩო და დაკვირვება დროგამოშვებით მიმდინარეობს. თორნიკე ბარათაშვილი სურათის სწორად აღწერას ითხოვს, ხოლო გამოსავალს -უცხოელი ექსპერტების ჩართვაში ხედავს.