საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დაახლოებით ერთი თვის წინ დადასტურდა
06.02.2021
უკან დაბრუნება
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დაახლოებით ერთი თვის წინ დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ სამ საეჭვო შემთხვევას იკვლევდნენ, რომელთაგან ორში შტამის არსებობა არ დადასტურდა. ხოლო ერთი, დეკემბრის თვეში აღებულ ნიმუშში, ახალი "ბრიტანული" შტამისთვის დამახასიათებელი მუტაცია გამოვლინდა.
როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ამბობს, კორონავირუსის, ახალი, ბრიტანული შტამი, მათთან დაფიქსირებული არ არის.