დღეს ქუთაისში ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა
06.02.2021
უკან დაბრუნება
დღეს ქუთაისში ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა.ქალაქმა კიდევ 24 ახალი,თანმედროვე სტანდარტის ლურჯი ავტობუსი მიიღო.ტრანსპორტი ქუთაისის მერმა დაათვალიერა.8 თებერვლიდან ქალაქში ჯამში 60 ავტობუსი იმოძრავებს.
ავტობუსებში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები: მძღოლი და მგზავრები აუცილებლად უნდა იყვნენ პირბადით, აკრძალული იქნება მგზავრის ფეხზე დგომა, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს ჩაუტარდებათ დეზინფექცია. მონიტორინგის სამსახური მუდმივად შეამოწმებს, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები.
პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების ფონზე,მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 8 საათიდან საღამოს 20 საათამდე იმუშავებს. თუმცა, როცა შეზღუდვები მოიხსნება, შესაბამისად მუშაობის გრაფიკიც შეიცვლება.
ავტობუსებში მალე დაინერგება ელექტრონული გადახდის სისტემა, რაც გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე ხელზე თანხის გადახდა. ბილეთის შეძენა ყველა გადახდის აპარატში იქნება შესაძლებელი. არსებული შეღავათები შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და ისინი იმავე პირობებით ისარგებლებენ, რაც აქამდე ჰქონდათ.