შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიგა შუშანიამ მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დაწერილ დასკვნაზე ბრიფინგი რამდენიმე დღის წინ გამართა
05.02.2021
უკან დაბრუნება
გიგა შუშანიამ მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დაწერილ დასკვნაზე ბრიფინგი რამდენიმე დღის წინ გამართა.დასკვნაში ასახულია საბინაო სამსახურის 3 წლიანი საქმიანობა. შუშანიას თქმით, საბინაო სამსახურისთვის დაკისრებული სამუშაოები არასრულფასოვნადაა შესრულებული. თავის მხრივ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი,, არასწორი ინფორმაციის გავრელებაში აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლმა დაადანაშაულა. გაგა სანდუხაძის ინფორმაციით, გიგა შუშანიამ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა და დოკუმენტში კორუფციაზე არაფერი წერია.მისი თქმით, შიდა აუდიტის დასკვნაში, ნამდვილად არის საუბარი გარკვეულ ხარვეზებზე, თუმცა არა იმ მასშტაბის, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.როგორც მან განმარტა, ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა დაწყებულია.