ზვიად შალამბერიძე, ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრს ესტუმრა
03.02.2021
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრს ესტუმრა და ვაქცინის მისაღებად მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო. აღნიშნული დაწესებულება ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ვაქცინის პროცესში ჩაერთვება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო.
პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამ ეტაპზე საუბარია 29 250 დოზაზე.
ამ დროისთვის საქართველოს სამ დიდ ქალაქში შეირჩა საავადმყოფოები, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს.