,,ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აღარ გაიმართება „
03.02.2021
უკან დაბრუნება
,,ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აღარ გაიმართება „ ეს განცხადება დღის ამბებთან დღეს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გააკეთა, როგორც გიორგი სვანიძემ განაცხადა, მოლაპარაკება ბაზრის ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებთან შედგა და ისინი ბაზრობის შიდა ტერიტორიას რეგულაციების შესაბამისად, 15 თებერვლიდან დაიკავებენ. პერიმეტრი დღეს დილიდან მოვაჭრეებისგან დაცლილია , თუმცა გუშინ ადგილზე მთელი დღის განმავლობაში გარევაჭრობა და ხალხმრავლობა იყო.