შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისმა “ა” ლიგის” წარმომადგენელ ,,კავკასიას,, უმასპინძლა
02.02.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისმა “ა” ლიგის” წარმომადგენელ ,,კავკასიას,, უმასპინძლა და პირველ მატჩში მოპოვებულ 5-ქულიან უპირატესობას კიდევ 26 ქულა მიამატა და საბოლოოდ სერია დამაჯერებელი სხვაობით მოიგო. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა კოტე ტუღუშის გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა საბოლოო შედეგით ,,ქუთაისი 2010-მა,, გაიმარჯვა. იმერულმა კლუბმა 94:68 მოიგო, ყველაზე შედეგიანი კი ილია ლონდარიძე იყო – 16 ქულით. ჟოელ ალმეიდანმა 20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. კავკასიელთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო დევონ კოლი. 14 ქულა ვლადიმერ ალავიძემ მოაგროვა. მეოთხედ ფინალში ,,ქუთაისი 2010,, თბილისის ,,დინამოს,, დაუპირისპირდება.