შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიგა შუშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საბინაო სამსახურში არსებული კორუფცია გაპროტესტა
02.02.2021
უკან დაბრუნება
აღებ-მიცემობაა ამ სამსახურში გაჩაღებული-ასე ნაციონალური მოძრაობის წევრი ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში არსებულ ვითარებას აფასებს. გიგა შუშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საბინაო სამსახურში არსებული კორუფცია გაპროტესტა. მან მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც საბინაო სამსახურის სამწლიანი მუშაობაა შეფასებული . ოპოზიციონერი დეპუტატი ქალაქის მერს დოკუმენტის დამალვაში ადანაშაულებს და საკრებულოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, თუ თვითმმართველობა შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და პროკურატურას თავად მიმართავს.