სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი ორმოცდათერთმეტივე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება
02.02.2021
უკან დაბრუნება
სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი ორმოცდათერთმეტივე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. “ქართული ოცნების” არც ერთ წევრს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე ხმა არ მიუცია.
შესაბამისად, ოპოზიცია ფორმალურად პარლამენტში რჩება.
დღესვე პირველი პილიტიკური განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც ტქვა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა .ელისაშვილს მმართველი გუნდიდან უპასუხეს.