საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში
02.02.2021
უკან დაბრუნება
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. მერიის აუდიტის სამსახურის უფროსისმოველეობის შემსრულებლის, გაგა სანდუხაძის ინფორმაციით, გიგა შუშანიამ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა და დოკუმენტში კორუფციაზე არაფერი წერია.მისი თქმით, შიდა აუდიტის დასკვნაში, ნამდვილად არის საუბარი გარკვეულ ხარვეზებზე, თუმცა არა იმ მასშტაბის, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.როგორც სანდუხაძემ განმარტა, ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა დაწყებულია.