შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავჯდომარის მოადგილის გუშინდელ ბრიფინგს დღეს ქუთაისის მერია ეხმაურება
02.02.2021
უკან დაბრუნება
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავჯდომარის მოადგილის გუშინდელ ბრიფინგს დღეს ქუთაისის მერია ეხმაურება. ქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ქარქაშაძე აღნიშნავს რომ, გოგი წულაის მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არასწორია. ვიცე მერის განცხადებით, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებზე ჯამში 741. 000 ლარია გამოყოფილი. წულაიას მიერ გაჟღერებული 14.000 ლარი კი იანვრის ცვლილების შედეგად დაემატა. ქარქაშაძის განცხადებით 850 000 ლარი არამხოლოდ ვიდეოჯარიმებზე, არამედ ტექნიკისა და სერვერების შესაძენადაა გამოყოფილი. ეს პროექტი, ქალაქის მეტი უსაფრთხოების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თან ერთად ხორციელდება.