შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფეხბურთში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართოს ქუთაისშიც
01.02.2021
უკან დაბრუნება
ფეხბურთში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართოს ქუთაისშიც! აღნიშნულის მოთხოვნით „ევროპა ჩვენი სახლიას“ თავმჯდომარემ ტორპედოს სტადიონთან ბრიფინგი კიდევ ერთხელ გამართა. თუ რატომ ვერ ჩატარდება ჩემპიონატი ქუთაისში - გია გოქაძე ამბობს, რომ ქუთაისის მერია ორ მიზეზს გამოყოფს, ესენია არასათანადო სპორტული ინფრასტრუქტურა და მეორე მანძილი ქალაქებს შორის. მისივე თქმით ფეხბურთის ფედერაციიდან საკითხთან დაკავშირებით პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღიათ... ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნული მიზეზები არარეალურია და მიიჩნევს რომ ქალაქის მერს და მხარის გუბერნატორს საკითხის პატრონაჟი უნდა გაეწიათ . 2023 წლის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. საქართველოში თამაშები 3 ქალაქში: თბილისში(ორ სტადიონზე), ბათუმსა და ფოთში გაიმართება.