ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში მოქმედი თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოვდა
01.02.2021
უკან დაბრუნება
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში მოქმედი თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოვდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1 მლნ ლარი შეღავათიანი აგროლიზინგი. საწარმოში წლიურად 1000-1500 ტონა თხილს გადაამუშავებენ. პროდუქციის რეალიზაცია საექსპორტო ბაზარზე, ევროკავშირის ქვეყნებში ხდება.
დაწესებულებაში 30-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.