შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალი პროგრამა, რომელიც ქუთაისში ჯანდაცვის მიმართულებით ამოქმედდა
30.01.2021
უკან დაბრუნება
ახალი პროგრამა, რომელიც ქუთაისში ჯანდაცვის მიმართულებით ამოქმედდა მიზნად ისახავს ფილტვის კიბოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას, მაღალი რისკის მქონე ბენეფიციართა ადრეულ დიაგნოსტირებას, დაავადების პროგრესირების პრევენციას და დაავადებით გამოწვეული მოკვდაობის შემცირებას. პროგრამის ბენეფიციარები არიან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების I და II სტადიის მქონე პირები; 50 წელს გადაცილებული მწეველები, პროფესიული რისკის შემცველ საწარმოებში მომუშავე პირები; • სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოქალაქეები; გათვალისწინებულია ბენეფიციართა მაღალ ტექნოლოგიური სამედიცინო კვლევის 100%ით დაფინანსება. პროგრამის წლიური ბიუჯეტი: 30 000 ლარს შეადგენს