შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბოლო წლების განმავლობაში პირველად წელს ქუთაისის "ტორპედო" ახალ სეზონს ფინანსური დავალიანების გარეშე იწყებს
30.01.2021
უკან დაბრუნება
ბოლო წლების განმავლობაში პირველად წელს ქუთაისის "ტორპედო" ახალ სეზონს ფინანსური დავალიანების გარეშე იწყებს. ვალი, დაახლოებით 800 ათასი ლარი ფეხბურთის განვითრების ფონდმა დაფარა. დავალიანების გადახდა გუნდმა 2020 წლის ბოლოს დაიწყო, რის შედეგადაც ,,ტორპედოს,, ლიცენზია არ ჩამოერთვა და უმაღლეს ლიგაში დარჩა. სახელფასო დავალიანების გამო კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმაც დატოვეს. გუნდის ერთერთი ყოფილი ფეხბურთელი ,ბუდუ ზივზივაძე, რომელიც ამჟამად უნგრეთში თამაშობს და საქართველოში დაბრუნებას არ განიხილავს, ამბობს, რომ მის მსგავსად თანხა სხვა ფეხბურთელებმაც მიიღეს.