შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„საერთაშორისო გამჭვირვალობამ დღეს „კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2020 წლის კვლევაა გამოაქვეყნა
28.01.2021
უკან დაბრუნება
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ დღეს „კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2020 წლის კვლევაა გამოაქვეყნა, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს. საქართველოს 56 ქულა აქვს და 45-ე ადგილს იყოფს პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან. ქვეყანას იგივე მაჩვენებელი ქონდა 2019 წლის კვლევაშიც. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს საშუალო შედეგი აქვს. როგორც კვლევაშია ნათქვამი, ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის, კერძოდ წვრილმანი კორუფციის შემცირების მხრივ, მაგრამ გადაუჭრელი რჩება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებები.