ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტირება დაიწყო
27.01.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტირება დაიწყო.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ფონდ „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, უნივერსიტეტში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ესპანური არქიტექტურული ბიუროს „IDOM”-ის და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების მწარმოებელ ბელგიურ ლიდერ კომპანია "IBA“-სის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც KIU-ს ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნასა და აღჭურვაზე მუშაობენ..
ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლების საშუალებით, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით და სამედიცინო ცენტრებში განთავსდება, შესაძლებელი გახდება ონკოლოგიური დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა.