შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



22 მარტს მსოფლიო წყლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
22.03.2016
უკან დაბრუნება
22 მარტს მსოფლიო წყლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიება გამართა. ქუთაისში, ახალაშენებული წყლის რეზერვუარის ტერიტორიაზე მოეწყო ფოტო გამოფენა, სადაც ასახული იყო იმერეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. პარალელურად, ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით წყლის თემაზე ფოტოკონკურსი ჩატარდა. გამარჯვებულ კონკურსანტებს კომპანიამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ასევე, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და მოეწყო მობილური ლაბორატორია, რომლის საშუალებითაც ადგილზე მოხდა წყლის სინჯების აღება.