ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. თეთრი ფერის შევროლეტი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა .აღსანიშნავია, რომ იმ ადგილას, სადაც ავარია მოხდა, ზებრა გადასასვლელი არ არის და მოქალაქეები ქუჩაზე თვითნებურად გადადიან.
ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია, ის სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.პირველადი დათვალიერებით, მას ფეხი აქვს დაზიანებული. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული.
ფალიაშვილის ქუცაზე შემთხვევის შედეგად მცირე ხნით მანქანების საცობი წარმოიქმნა.