შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ჯავახიშვილის N 2-ე კორპუსის მოსახლეობას შეხვდა
23.01.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ჯავახიშვილის N 2-ე კორპუსის მოსახლეობას შეხვდა.ადგილზე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის -ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ბექა ბარბაქაძეც იმყოფებოდა. კორპუსის მოსახლეობას წყალარინების ქსელის პრობლემა უკვე გარკვეული პერიოდია აწუხებს. ქუთაისის მერის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები პრობლემის მოგვარებაში უკვე ჩაერთვნენ და ადგილობრივების მოთხოვნა უახლოეს დღეებში დაკმაყოფილდება.