შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ერთდროულად 3 ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
23.01.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში ერთდროულად 3 ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქუთაისის მერი მოადგილესთან ერთად ვაჟა ფშაველას ქუჩაზე სკვერში იმყოფებოდა, სადაც სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა.ადგილზე მოეწყობა მწვანე გაზონები, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატური, ძელსკამები და ლამპიონები.ტერიროტია დეკორატიული მოაჯირით შემოიღობება. სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ნიკეას ქუჩასა და აღმაშენებლის გამზირზე. სამივე სკვერისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 300 000 ლარზე მეტი თანხა გამოიყო.