შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქვეყანაში უახლოეს პერიოდში კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით ვაქცინაცია შემოვა
23.01.2021
უკან დაბრუნება
ქვეყანაში უახლოეს პერიოდში კოვიდ 19ის პრევენციის მიზნით ვაქცინაცია შემოვა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის დაახლოებით 60% -ი უნდა აიცრას. პირველ ეტაპზე აიცრებიან, მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი პირები, მაგალიტად მედიკოსები, ხოლო შემდეგ კი დანარჩენი მოქალაქეები. ქვეყანას ჯამში 3 979 300 დოზა ვაქცინა დაჭირდება, რომლის ღირებულებაც 64 333 622 ლარიდან 158 190 243 ლარამდე მერყეობს. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ვაქცინაციას შესაძლოა ახლდეს რისკი, თუმცა ეს რისკი გადარჩენილ სიცოცხლესთან შედარებით ნულის ტოლია.