შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



COVID-19-ის ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია დეკემბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი
23.01.2021
უკან დაბრუნება
COVID-19-ის ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია დეკემბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი. მედიკოსთა თქმით, ის 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჩვეულებრივი კორონავირუსი, მაგრამ პაციენტებისთვის უფრო სახიფათო არ არის. კორონავირუსის ახალი შტამის გადადების მაღალი მაჩვენებლის შესახებ საუბრობს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველის უფროსი- გოჩა გიორგიძე . განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა ეპიდემიოლოგების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს დაიცავს ახალი შტამი ნაკლებ ზიანს მოგვაყენებს.