‘’ფრენების გახსნა ეს არ ნიშნავს ტურისტული სექტორის ამუშავებას’’
23.01.2021
უკან დაბრუნება
‘’ფრენების გახსნა ეს არ ნიშნავს ტურისტული სექტორის ამუშავებას’’-ასე აფასებეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე. ლაშა ბერეკაშვილის განმარტებით გახანგრძლივებული მასშტაბური შეზღუდვები, ჩაკეტილი ზამთრის კურორტები, კვების ინდუსტრია და გიდები, რომლებიც უკვე ერთი წელია ყოველგვარი შემოსავლისა და საარსებოს გარეშე არიან დარჩენილები, ეს ყველაფერი სასიკვდილო დარტყმას აყანებს ტურიზმის ინდუსტრიას! გიდების ასოციაცია სექტორის ფუნქციონირების სრულად აღდგენას მოითხოვს,წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.