გიგა შუშანიას თქმით , გელათის გადახურვისთვის გამოყოფილი 7 მილიონი ლარი გამქრალია
22.01.2021
უკან დაბრუნება
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელების თანამდებობებიდან გადაყენებას და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. გიგა შუშანიას თქმით , გელათის გადახურვისთვის გამოყოფილი 7 მილიონი ლარი გამქრალია და 7 წელია დაკარგული. შუშანიას თქმით, მილიონები ,,ქართული ოცნების,, წარმომადგენლების ჯიბეშია წასული.
გიგა შუშანიას ბრალდებებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელი ეხმაურება და ამბობს რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროცესში გახარჯულ თანხებთან შეხება სააგენტოს არ ჰქონია . შეასაბამისად ,მათი მხრიდან გაფლანგვის ფაქტსაც გამორიცხავს და პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიას აკისრებს